„გამჭვირვალობა“: აჭარის მუნიციპალიტეტები ა(ა)იპებში ხელფასების სახით 2015 წლის სექტემბრის მონაცემებზე 2-ჯერ მეტს გასცემს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მორიგი კვლევის მიხედვით, აჭარის 6 მუნიციპალიტეტში სულ 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, სადაც 6 ათას 991 დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად დაახლოები 3 მილიონ 444 ათას 517 ლარი, წლიურად კი – 41 მილიონ 334 ათას 208 ლარი იხარჯება, რაც კვლევის თანახმად 2015 წლის სექტემბრის მონაცემებზე 2-ჯერ მეტია ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, ქობულეთი-ეს იმ მუნიციპალიტეტების ჩამონათვალია, სადაც ორგანიზაციამ ა(ა)იპი-ების და იქ დასაქმებულ პირთა რაოდენობა და მათი შრომის ანაზღაურება გამოიკვლია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რამდენიმე აიპის არსებობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რადგან მუნიციპალიტეტები ვერ ასაბუთებენ, თუ რა გადაუდებელი აუცილებლობით არის განპირობებული მათი არსებობა და შესაბამისად, მათი ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, 2020 წლის ივნისის მდგომარეობით აჭარაში სულ 52 აიპი მუშაობს, რაც 2015 წლის სექტემბრის მონაცემებზე 2-ით მეტია. ორგანიზაცია თვითმმართველობებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ შეისწავლონ საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესასრულებლად აიპების არსებობა გადაუდებელი აუცილებლობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გადადგან ნაბიჯები გარკვეული მომსახურებების ტენდერის გზით მიღებაზე, რაც მესამე სექტორის მოსაზრებით შეამცირებს, როგორც ადმინისტრაციულ დანახარჯებს, ასევე დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს. კვლევა .„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” აჭარის მუნიციპალიტეტებისგან და მუნიციპალური ა(ა)იპ-ებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე მოამზადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად