ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარემ 1 წლის ანგარიში წარადგინა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძემ დღეს ერთი წლის მანძილზე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით საკრებულოს წინაშე წარსდგა.

საკრებულოს თავმჯდომარემ განხორციელებულ იფრასტრუქტურულ, სოციალურ, კკულტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
დღესვე საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისების თავმჯდომარეებმა მათი კომისიების საქმიანობის ანგარიშიც წარმოადგინეს.

,,დღევანდელი ჩემი ანგარიში ერთგვარი შეჯამებაა ჩვენი ერთწლიანი საქმიანობისა, დღეს ჩემთან ერთად გასული წლის საქმიანობაზე თავიანთ ანგარიშს წარმოადგენენ საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები კომისიის საქმიანობის შესახებ, გამომდინარე აქედან მე მოკლედ შემოვიფარგლები იმ ძირითადი მიმართულებებზე რაზედაც საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს, კომისიებს, ფრაქციებსა და საკრებულოს აპარატს უწევდა წლის განმავლობაში მუშაობა.
ამ ხნის მანძილზე საკრებულოს ხელმძღვანელობა, საკრებულოს თანამდებობის პირები, საკრებულოს თითოეული წევრი აქტიურად იყო ჩართული მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. მე ვთვლი, რომ განვლილ პერიოდში საკრებულოს საქმიანობა იყო ნაყოფიერი, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გამომდინარეობდა იმ პრობლემებიდან და საკითხებიდან, რომლებიც აწუხებს ჩვენს ამომრჩეველს ,, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
შალვა მშვილდაძემ მის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა იმ სიახლეზე რომელიც საკრებულოს კომისიების ჩატარების პრაქტიკაში პირველად დაინერგა, რაც გასვლითი სხდომების ჩატარებას და საკითხების განხილვაში მოქალაქეების ჩართულობას გულისხმობდა, გასულ წელს სიახლე იყო ისიც რომ მაჟორიტარმა დეპუტატებმა ოფიციალურად დააწესეს კვირაში ერთი დღე ამომრეჩეველთა ადგილებზე სოფელში მიღებისათვის.

საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარის ანგარიში დადებითად შეაფასეს.

დღევანდელ სხდომას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახა ენუქიძე, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, მერიის სამსახურების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად