ბაღდათის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ბიზნესის განვითარების და ტურიზმის მომსახურების ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში დაფინანსებული ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძესთან ერთდ სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანს და საქართველოში ევროკავშირის ოფისის პროექტების განყოფილების უფროს სიგრიდ ბრეტელს ადგილზე გააცნო.

სოფელ ვარციხეში ყოფილი კულტურის სახლის შენობაში, ბიზნეს განვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრი განთავსდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები
ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 910085,00 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტი გულისხმობს მუნიციპალიტეტში და რეგიონში ბიზნეს ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომლის ოპერირებასაც მოახდენს მუნიციპალური ა(ა)ი.პ.ი. შენობაში განთავსდება ტურიზზმის საინფორმაციო ცენტრი, სადეგუსტაცი და საგამოფენო სივრცეები, შეხვედრების ( საკონფერენციო) ადგილი. ამასთან შენობაში მოეწყობა მცირე საოფისე და საწარმოო ფართები ახალი და არსებული ბიზნეს ობიექტებისთვის. ფართების გადაცემა მოხდება 2 წლის ვადით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით და შემდგომი 3 წლის ვადით შეღავათიანი პირობით იმ ბიზნეს ოპერატორებზე ან სტარტაპერებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ადგილობრივი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვას, ელექტრონულ კომერციას და სხვა სახით პროექტის მიზნების განხორციელებას. პროექტი ინტეგრირებულია და მოცავს სხვადასხვა მიმართულებებს, მათ შორის ტრენინგების ჩატარებას და გადამზადებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...