ბაღდათის ახლად არჩეული მერი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი კახა ენუქიძე უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა.

კახა ენუქიძე დღესვე მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებს შეხვდა.
მათ სამომავლო გეგმებზე და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომლის განხორციელებასაც მომდევნო წლებში გეგმავს.

კახა ენუქიძეს 2017-2021 წლებში ბაღდათის მერის პირველი მოადგილის პოზიცია ეკავა.

კომენტარები
იტვირთება...