ბათუმში, ოძელაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

ამ დროისთვის, მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. აღნიშნულ ქუჩაზე, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ბორდიურები და ტროტუარები. დაიგო დეკორატიული ფილები.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში, დამატებით, ექვსი ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება.
„ოძელაშვილის ქუჩაზე მოხდა, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია, ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, რომელიც დღეს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ამ ქუცაზე არასდროს არ იყო მყარი საფარი, უახლოეს პერიოდში კი, ეზოების კეთილმოწყობის პროექტი დაიწყება. ამავდროულად, მოეწყობა ტროტუარები, რომელიც იქნება ადაპტირებული“,-აცხადებს, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი.
სამუშაოების ღირებულება 600 ათას ლარს აღემატება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...