ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ნავთობის ცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა (ვიდეო)

ადგილზე მეანძრე-მაშველების რამდენიმე ბრიგადა მუშაობს.

მოქალაქეებმა ძლიერი დაკვამლიანების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, სოციალურ ქსელში განათავსეს. ძლიერი დაკვამლიანება, შესამჩნევია ქალაქის თითქმის ყველა ლოკაციიდან.
როგორც მეხანძრეები ამბობენ, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ამ დროისთვის, მისი ლიკვიდირება მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟები.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად