ბათუმი-ქობულეთის გზაზე მყოფმა მძღილებმა 144-ის მეშვეობით ერთჯერადი საშვები უნდა აიღონ

მძღოლები, რომლებიც ამ დრომდე ვერ ახერხებენ გადაადგილებას ბათუმი-ქობულეთის გზაზე არსებული რამდენიმეკილომეტრიანი საცობის გამო, კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ და ერთჯერადი საშვები მიიღონ. ამისათვის მძღოლებმა უნდა ისარგებლონ ნომრით 144.

ამ დრომდე, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, მოძრაობა დროებით შეჩერებულია ქობულეთის შემოვლით გზაზე.
საცობებია ბათუმის შესასვლელთანაც, სადაც ციხისძირის მონაკვეთზე, მანქანები ლიპყინულზე მოცურდნენ.
ადგილზე ვითარებას, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.
აჭარაში მეორე დღეა თოვს. სინოპტიკოსები გამოდარებას, ხვალ, დღის მეორე ნახევარში ვარაუდობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად