აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში მიმდინარე პროექტები განიხილეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 2021 წლის პრიორიტეტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მოადგილე სულხან ღლონტთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე რეგიონში სერვისის გაუმჯობესების, მთიანაჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და აჭარის პოპულარიზაციის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

მთიანჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ კუთხით, დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ საინტერესო პროექტების განხორციელება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, რომლებიც წელსაც გრძელდება. მათ შორისაა კანიონინგი უჩხოში, ახალი ტურისტული პროდუქტი ჩირუხში, ხიხანზე ასასვლელი ბილიკი და ახალი საპიკნიკე ზონების მოწყობა მთიანაჭარაში.

წელს, რეგიონის პოპულარიზაციის კუთხით მთავარი აქცენტი შიდა ტურიზმის სტიმულირებასა და საერთაშორისო პლატფორმებზე, მედია საშუალებებში რეგიონის, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირებაზე გაკეთდება. სერვისის მიმართულებით მთავარი აქცენტი კი ისევ კოვიდსტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დანერგვაზე გაკეთდება. გასული წლის მსგავსად, წელსაც იგეგმება საინტერესო პროექტები გიდებისა და ტურისტული სააგენტოების მხარდასაჭერად, მათ შორის ტრენინგები და ინფოტურები მთიანიაჭარის ახალ ტურისტულ მარშრუტებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...