აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია – აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი
მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ განიხილეს უმაღლესი საბჭოს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც
ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა.

ინფორმაცია ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა. ჯაბა ფუტკარაძის
განცხადებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გათვალისწინებული და
გაზრდილი ბიუჯეტი საგზაო ინფრასტრუქტურული, გაზმომარაგებისა და
წყალმომარაგების, ტურიზმის განვითარების, სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი
პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს
აღნიშნულ დოკუმენტზე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული
პროცედურების გაგრძელებას.

კომენტარები
იტვირთება...