აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 50-60 სანტიმეტრს აღწევს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება სოფლების შიდა გზების გაწმენდითი და მოცურების საწინააღმდეგო სამუშაოები.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება არცერთი მიმართულებით შეზღუდული არ არის. დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, ამ დროისთვის შიდა სასოფლო გზების თოვლის მასისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. „აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკით, დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, აჭარის მაღალმთიანეთში არსებული საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამ ეტაპისათვის, ყველა თემის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია და გრძელედება სამუშაოები, შიდა სასოფლო გზების გახსნასთან დაკავშირებით. დეპარტამენტი სრულ მზაყოფნაშია და მობილიზებულია ტექნიკა“, – აცხადებს  აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად