აჭარის მასშტაბით დღეს ყველაზე მაღალი დასწრება ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლებში იყო

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით, ყველაზე მეტი მოსწავლე ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლებში გამოცხადდა – 95%, ყველაზე დაბალი სწრებადობა კი ბათუმში დაფიქსირდა – 73,5%.

“ყველა სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი რესურსით, იმისათვის რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს. საჯარო სკოლებში 12:00 საათის მდგომარეობით მოსწავლეთა გამოცხადების სტატისტიკა (I ცვლა): ბათუმი -73.5%, ხელვაჩაური-81%, ქობულეთი-85 %, შუახევი-93%, ქედა-91%, ხულო- 95%”, – აცხადებენ აჭარის განათლების სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...