„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგის პირველ საკითხად განიხილეს

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“
კანონში შესატანი ცვლილებები დღის წესრიგის პირველ საკითხად განიხილეს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც
ამავე კომიტეტის თავმჯდომარე – ილია ვერძაძე უძღვებოდა.
      კანონის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები კომიტეტის
წევრებს ფინანსთა  და  ეკონომიკის  მინისტრმა – ჯაბა ფუტკარაძემ გააცნო.
მომხსენებელმა ისაუბრა მხარჯავი უწყებების საბიუჯეტო ცვლილებებსა და
უმნიშვნელოვანეს პროექტებზე, რომელთა განხორციელებაზეც საბიუჯეტო თანხები
მიიმართება.

ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად,  კანონის პროექტით ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მიმართულებით გათვალისწინებულ პროგრამებსა და
პროექტებზე თანამოხსენება წარმოადგინა ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრმა – ნინო ნიჟარაძემ. მინისტრებმა უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს და
მოისმინეს მათი მოსაზრებები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის
პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კოვიდპანდემიას, მის მიმდინარეობას,  გამოწვევებსა  და  პრევენციული
ღონისძიებებს  (ვაქცინაცია) დაეთმო დღის წესრიგის მეორე საკითხი, რომელიც
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა – ნინო ნიჟარაძემ წარმოადგინა.
სხდომას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე მარინა ზანაქიძე. მინისტრის მიერ
სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაცია, კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.

კომენტარები
იტვირთება...