აჭარის 2021 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პლენარულ სხდომაზე გატანას კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

აჭარის 2021 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პლენარულ
სხდომაზე გატანას დაუჭირეს მხარი უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა
კომიტეტების წევრებმა.

ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც აგრარულ და გარემოს
დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე უძღებოდა,
საბიუჯეტო კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ
წარმოადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, შემოსულობების ნაწილში რესპუბლიკური ბიუჯეტი
85 მილიონი ლარით იზრდება და მთლიანობაში 414 მილიონ ლარს აჭარბებს.
კანონის პროექტის თანახმად, გრძელდება ყველა მნიშვნელოვანი პროგრამა და
პროექტი, ამასთან, ცალკეულ მიმარულებებში, გათვალისწინებულია სიახლეები, რაც
რეგიონისა და მისი მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული.
მაღალმთიანეთის ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლების,
კულტურისა და სპორტის მიმართულებით, საგზაო ინფრასტრუქტურის, სოფლის
მეურნეობისა და სოფლად მცხოვრებთა ინტერესებზე მორგებული პროექტების ირგვლივ
დასმულ შეკითხვებს მომხსენებელმა დეტალურად უპასუხა. მინისტრის განცხადებით,
რეგიონის მუნიციპალიტეტების დაფინანსება 51 მილიონი ლარით იზრდება და ამ
თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე
გაიხარჯება.

კომენტარები
იტვირთება...