აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში, კორონავირუსით ინფიცირების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 79 პაციენტი.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით დღემდე გამოჯანმრთელებულია 34 539 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, კლინიკა დატოვა 10 პაციენტმა.
ამ დრომდე კრიტიკულია 3 პაციენტის მდგომარეობა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

სამინისტროს ინფორმაციით,
კლინიკაში მკურნალობას გადის 203 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 108, ონლაინ კლინიკაში კი, 302 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად