აფშან ხანი და ევროკავშირის ელჩები კახეთის რეგიონს სტუმრობენ

დღეს, გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი, აფშან ხანი და ევროკავშირის ელჩები კახეთის რეგიონს სტუმრობენ.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლა. მუზეუმში ტურის დასრულების შემდეგ, საკონფერენციო დარბაზში, მხარეებმა ეთნიკური ქისტებით დასახლებული პანკისის ხეობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს და ერთობლივი თანამშრომლობის მიმართულებებზე შეთანხმდნენ.
„გაეროს ბავშვთა ფონდი მოხარულია კახეთის რეგიონში სტუმრობით, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ ბატონი სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის სტუმარი. ჩემთან ერთად არიან სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატები, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა მათთვის, რომ ჩავიდნენ პანკისის ხეობაში და ჩვენთან ერთად მოისმინონ იქ მცხოვრები ადამიანების საჭიროებები, სურვილები. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ მათთან ერთად მოვახდინოთ გავლენა განვითარების პროგრამებზე და ქალებისა და ბავშვების ხელშეწყობის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები დავგეგმოთ“, – აღნიშნა აფშან ხანიმ.
„დღეს გამართულ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ეთნიკური ქისტებით დასახლებული პანკისის ხეობაში მიღწეულ შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო განვითარების შესაძლებლობებზე. მადლობას ვუხდი პატივცემულ ელჩებს ჩვენი კუთხის მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისათვის“, – აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...