„არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს“- დღეს ქუთაისში აქცია გაიმართა

სამოქალაქო აქტივისტების ერთი ნაწილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მსვლელობას ოპოზიციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ისინი ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ და გრძელვადიან აქციებს აანონსებენ.

დღესვე ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში კარავი დადგეს.

„ვუერთდები ამ აქციას და მთლიანად სოლიდარული ვარ იმ საკითხში, რომ უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება და უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.უნდა მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას გამოიყვანს კატასტროფიდან“, – განაცხადა გოგი წულაიამ პარტია ,,თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილემ.
ქუთაისის ცენტრში სამართალდამცველების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად