ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქვედა ცაგერში, გვსოსა და ჭალისთავში მოსახლეობას შეხვდნენ

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები 25 თებერვალს ჩატარდა სოფლებში- ქვედა ცაგერში, გვსოში, ჭალისთავში მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შეირჩა შემდეგი პროექტები:

ქვედა ცაგერი-სოფელ ქვედა ცაგერში არსებული სკვერის კეთილმოწყობა; მურთაზ დაშნიანის ქუჩის გარე განათების მოწყობა.

გვესო- სოფელ გვესოში არსებული სკვერის კეთილმოწყობა.

ჭალისთავი-ცენტრალური გზიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწყობა; გარე განათების გაგრძელების სამუშაოები; “ღრუღელის” არხის გაწმენდითი სამუშაოები.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.
Type

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად