ე.წ. ცხელების ცენტრების ზუსტი ჩამონათვალი უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება

“დღეს ჩამოვყალიბდით გარკვეულ სიაზე, რომელიც ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით მოსახლეობისთვის ცნობილი გახდება”-ასე პასუხობს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, “აიპრესის” კითხვას, ე.წ. ცხელების ცენტრებზე.

“აიპრესის” კითხვაზე: როგორც ცნობილია, საქართველოს რამდენიმე რეგიონში ე.წ. ცხელების ცენტრი უკვე ამოქმედდა. როდის გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის იმ კლინიკების სრული ჩამონათვალი, სადაც რესპირატორული ინფექციის სიმპტომები და ტემპერატურის მქონე პაციენტები შეძლებენ მისვლას?”-მინისტრი პასუხობს:

” ვინაიდან, პირველ რიგში, ჩვენთვის “ცხელების ცენტრების” მზაობის შემოწმებაა მნიშვნელოვანი, დღეს რეგულირების სააგენტო ყველა ცენტრის მზაობას სწავლობს. ასევე, ვალდებულება გვაქვს, უზრუნველვყოთ ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც პერსონალს ესაჭიროება. პირადად, ამასთან მიმართებით თითოეული ცენტრის მზაობას ადგილზე გავეცნობი.

იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსთან ბრძოლის მასშტაბები იზრდება, გარკვეული ეტაპის მანძილზე ჩამონათვალი ცვალებადი იყო. დღეს ჩამოვყალიბდით გარკვეულ სიაზე, რომელიც ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით მოსახლეობისთვის ცნობილი გახდება. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობა იზრუნებს იმაზე, რომ მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია თავიან მოქალაქეებს, რათა მათ ე.წ. ცხელების ცენტრებს დროულად მიმართონ“,-განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად