ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე, მოქალაქისთვის ყალბი ოქროს ყელსაბამის მიყიდვისთვის 1 პირი დააკავეს

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, 1956
წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე, მოქალაქეს ყალბი ოქროს ყელსაბამი 400 ლარად მიჰყიდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, თაღლითური გზით მიღებული თანხა და სარეალიზაციოდ გამზადებული ყალბი ოქროს ნაკეთობა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია დ.ხ.-ს მიერ გაყიდული სამკაული.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...