ე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ანალიტიკური სააგენტო ხელმძღვანელს,”სპუტნიკ ტვ”-ს” 100% წილის მფლობელ დავით ფურცხვანიძეს, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს ე.წ. სატელიტის ფოტოები გადასცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 12 ნოემბერს 13:00 საათზე.

მიხეილ რამიშვილმა 2020 წლის 9 სექტემბერს  “ფორმულას” გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა, სატელიტის კადრებში 19 და 20 ივლისს ტყეში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას და ასევე გამოქვეყნა ფოტოები. (ვიდეო)

ანალიტიკური სააგენტო ხელმძღვანელი,”სპუტნიკ ტვ”-ის დამფუძნებელმა დავით ფურცხვანიძემ განაცხადა რომ ე.წ. სატელიტით გადაღებული ფოტოები, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა გაავრცელა, მისი მოპოვებულია და აღნიშნა, რომ  სატელიტის ფოტოები ხელთ კი არ ჩამივარდა, ჩემით მოვიპოვე

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.
რამდენიმე დღის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო.

შსს-მ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩნარების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რა თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მოგვიანებით კი 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მოგვიანებით,  თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღემდე უნდობლობას უცხადებს გამოძიებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად