ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კორონავირუსით დაინფიცირდა

ადგილობრივი მედია კოვიდინფიცირების შემთხვევების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

გავრცელებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული 179 ტესტიდან 57 დადებითი აღმოჩნდა.
 
დაინფიცირებულთა შორის არიან ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და ე.წ. მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე გენადი ბეკოევი.
 
ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა.
 
სულ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ოფიციალურად დადასტურებულია კოვიდინფიცირების 294 შემთხვევა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად