ე.წ. კაპროვანის სანაპიროსთან, ზღვაში 12 წლის ბავშვი და ახალგაზრდა ქალი დაიხრჩო

ურეკსა და შეკვეთილს შორის მდებარე “კაპროვანის სანაპიროზე”, ზღვაში 12 წლის ბავშვი და ახალგაზრდა ქალი დაიხრჩო.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მაშ­ვე­ლებ­მა წყლი­დან ორი­ვე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ამო­იყ­ვა­ნეს და პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უჩინეს, მაგრამ მათი გადარჩენა ვერ მო­ხერ­ხდა.

ად­გილ­ზე, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­დე­ბი იყო მობილიზებული.

შსს-ს ინფირმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...