ე.წ “გერმანული მოდელი” პარლამენტში უკვე ინიცირებულია

ოპოზიციამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დაარეგისტრირა.

შეთავაზება ახლა პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტს გადაეგზავნება, რომელიც დოკუმენტური შესწავლის შემდეგ, პროექტს ბიუროზე გაიტანს, პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირების შემდეგ კი სახალხო დამცველს უკვე უფლება ექნება კანონპროექტი ექსპერტული ანალიზისთვის ეუთი/ოდირს გაუგზავნოს.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა ეს კანონპროექტი არის ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი.

“ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო სისტემის რეფორმას, მასში გათვალისწინებულია გერმანული პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა პარტია ისე იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, რა პროპორციის ხმებსაც მიიღებს მოსახლეობისგან და ასევე გულისხმობს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს. ამ კანონის ავტორია 30 პოლიტიკური ძალა და მათი წარმომადგენლები. ამიტომ სრული კონსენსუსია ოპოზიციურ ფლანგზე და ახლა ბურთი “ქართული ოცნების” მოედანზეა. მათ თუ უნდათ გამოსავლის მოძებნა ამ ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან, ეს არის გამოსავალი,” – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მათი განცხადებით, 30 ოპოზიციური ძალის ავტორობით შექმნილი კანონპროექტი გულისხმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს შერეული სისტემით. „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობს ხმების პროპორციულ განაწილებასაც და მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებსაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად