“ე. წ. გერმანულ მოდელზე ოპოზიციაში სრული თანხვედრაა” – ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვერა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა კოტე კემულარიამ “ტვ პირველს” განუცხადა, ოპოზიცია შეჯერდა და თანახმაა, რომ ხელისუფლებას ე. წ. “გერმანული მოდელი” შესთავაზოს. შესაბამის ცვლილებას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება და პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა ანუ 76 ხმა საკმარისია ცვლილებისათვის.

“ჩვენ სამ თვეს ვერ დაველოდებით ბიძინას და მის მდინარაძეებს და ვიღაცებს, რაც იქნება აბსოლუტურად გაწელილი. შევთანხმდით აქციის გაგრძელებაზეც და იმაზე, რომ 17-ში გვექნება დიდი გამაფრთხილებელი აქცია, ამავე დროს გვექნება შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიცია გავაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას”, – განაცხადა კოტე კემულარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად