A1 ბანერი

ძველით ახალ წელს კახეთში სკოლის მოსწავლეების ინიციატივით და აღდგენილი ტრადიციებით შეხვდნენ

სკოლის უფროსკლასელების ინიციატივით და ორგანიზებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში ძველით ახალ წელს მთელი სოფელი ღია ცის ქვეშ ერთად შეხვდა.

მოსწავლეებმა ღონისძიების ორგანიზებაში უფროსები ყველაზე ნაკლებად ჩართეს, საახალწლო განათებებით, გირლიანდებით და ფერად-ფერადი მოსართავებით გაალამაზეს სოფლის მთავარი ქუჩა. ღონისძიების დასწრების მოსაწვევები მიიღეს თანასოფლელებმა, ყველა თაობის წარმომადგენელმა. მოსწავლეებმა ღონისძიება ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო თემებზე ააგეს. პატარებისთვის სოფლის ცენტრში განათდა ბუნებრივი, მარადმწვანე ნაძვის ხე, დარიგდა საჩუქრები. ძველით ახალ წელს სოფლის ცენტრალურ ქუჩაზე საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე გაიმართა ქართული ცეკვების კონცერტი.

პატარების შემოქმედების ჩვენების პარალელურად საშუალო ასაკის თანასოფლელებმა სახალისო ძველი თამაშები გააცოცხლეს. დღესასწაული ზემო კაჭრეთში შეკრებილ მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. ძველი სტილით ახალი წლის აღნიშვნის ორგანიზატორის – მარიამ ორველაშვილის განცხადებით:

“მოსწავლეებმა ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია “მომავლის იმედი,” დიდი ხნის ბავშვური სურვილი აგვისრულდა, როცა სიცოცხლეჩამქრალი სოფელი გაცოცხლდა, გაერთიანდა და უკეთესი გარემო ჩვენ საკუთარი ხელით შევქმენით. ეს უკვე მეორე ღონისძიებაა. ერთი დღე შემოდგომით საუკეთესო მოგონებად დაგვრჩა და ჩვენი სურვილია ასე, ერთად ბევრი სასიამოვნო წუთი ვაჩუქოთ ერთმანეთს. უკეთესი სოფლის მოწყობის ენერგია ვის უნდა ჰქონდეს, თუ არა ჩვენ ახალგაზრდებს.”

ძველით ახალი წლის დადგომის შემდეგ ზემო კაჭრეთის ცა ფოიერვერკით განათდა. დღესასწაული თანამედროვე მუსიკის და DJ-ის პროგრამით გაგრძელდა. ღონისძიება ცისკარზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვით დასრულდა. ძველით ახალი წლის დღესასწაულის გარდა 14 იანვარს, მე-7 წელია მთელი ქვეყანა სახელმწიფო დროშის დღედ აღნიშნავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...