ძმებმა საკუთარი და მემკვიდრეობის გამო დაჭრეს და სიძეც არ დაინდეს

შემთხვევა ნეაპოლის გარეუბანში, ვია ფორის ქუჩაზე მოხდა.

ნეაპოლიტანელი ქალბატონი, 37 წლის, შვილის დედა, სკუტერით, რომელსაც მისი ქმარი მართავდა, ვია ფორაზე იმყოფებოდა, როდესაც მასთან ძმები მივიდნენ. ქუჩაში დაწყებული კამათმა მწვავე ხასიათი მიიღო და საბოლოოდ ძმებმა ქალს მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ნაჩხვლეტი ჭრილობები აქვს მის ქმარსაც. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალის მდგომარეობა უფრო მძიმე იყო, ვიდრე მისი ქმრის. ამჟამად არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მე მეგონა, რომ მოვკვდებოდი. ჩვენ დაუნდობლად დაგვესხნენ თავს და დაგვჩეხეს. თავდასხმა საღამოს დაახლოებით 7 საათზე მოხდა, ვყვიროდი, რომ მოგვშველებოდნენ, მაგრამ ყველა შეშინებული გარბოდა ჩვენგან. როდესაც აგრესია ჩაცხრა, მაშინ მოგვეშველნენ ქუჩაში გამვლელები და სასწრაფო გამოიძახეს. ეს ჩემი სამი ძმა, ისინი ჩვენ იყო გვითვალთვალებდნენ, მომენტს ელოდებოდნენ, რათა დაგვსხმოდნენ თავს, – ყვება ქალი, რომელიც თავდაპირველად დუმდა და არ ასახელებდა თავდამსხმელებს.

ადგილობრივი პრესის თქმით, ეს შემზარავი სისხლიანი ისტორია ჯერ კიდევ წინა წლებში არსებული დაძაბული ურთიერთობების და გადაუჭრელი ოჯახური დავის შედეგია. იმავეს იმეორებს დაჭრილი ქალი. ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა. ოჯახში იყო პრობლემები დაკავშირებული გარაჟის გაყიდვასთან დაკავშირებული და კიდევ სხვა პრობლემები. “მე დღემდე მახსოვს თარიღი, გასული წლის 19 სექტემბერი, როდესაც მოხდა კამათის ჩემსა და ერთ-ერთი ძმის ცოლს შორის, იმ დროიდან დაიწყო ომი”, – ამბობს იგი.

 

მომზადებულია პორტალ internapoli.it მიხედვით

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...