ძმები ნობელების მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება

ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმში აქტიურად მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები.

მუზეუმის სარეაბილიტაციო პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2015 წელს შეიძინა. პროექტის მიზანი იყო აღნიშნულ მუზეუმში შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, სამუზეუმო სივრცის გაფართოება, მუზეუმის ძველ შენობაზე ორ სართულიანი მინის მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობა. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებდა მუზეუმის შიდა კომუნიკაციების გამოცვლას და ვიზიტორებისთვის დამატებითი სივრცის მოწყობას.

2019 წელს დასრულდა სარესტავრაციო სამუშაოები, თუმცა მოგვიანებით მიშენებულ კონსტრუქციაზე დაფიქსირდა ხარვეზები. მუზეუმების გაერთიანებამ, შესაბამისი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, მიმართა სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ,, მშენებელთა ჯგუფს’’. კომპანია საგარანტიო ვადის შესაბამისად (გარანტიის ვადა – 3 წელი) , საკუთარი ხარჯებით აწარმოებს დაზიანებული ადგილების შეკეთებას. სარესტავრაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად