ძლიერმა წვიმამ ზუგდიდში პრობლემები შექმნა

წყალდიდობის შედეგად ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, თბილისის ქუჩაზე, დაიტბორა ადგილობრივების კუთვნილი ეზოები და სავარგულები. მოსახლეობა წყალდიდობის გამომწვევ მიზეზად საწრეტი არხის არარსებობას ასახელებს.

ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გიგა მელიას ინფორმაციით, შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია და ითვლიან ზარალს.
მისივე თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე 6 კილომეტრის მანძილზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და საწრეტი არხის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დაიწყება.
უხვის ნალექის გამო პრობლემები იყო ასევე ხობის მუნიციპალიტეტში.
ხეთასა და პირველ მაისში დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები, დროებით დაკეტილი იყო ცენტრალური გზა. ამჟამად ხობში პრობლემები აღმოფხვრილია.

კომენტარები
იტვირთება...