ძლიერმა წვიმამ მარნეულის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ბოლო დღეების განმავლობაში უხვი ნალექი მოვიდა მარნულის მუნიციპალიტეტში, რის შედეგადაც დაიტბორა საცხოვრბელი სახლები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, დაზიანდა გზა და ღობეები.

როგორც “რუსთავი 2”-თან ქირაჩმუღლოს მცხოვრელები აცხადებენ, სოფელში სანიაღვრე არხების არ არის, რის გამოც უამინდობის გამო გამუდმებით პრობლემები იქმნება.

“გუშინ ძლიერი წვიმა წამოვიდა. მთიდან ჩამოსული წყელბი აქ დაგროვდა და დაიტბორა სოფელი. ძველი არხები გაიჭედა, რის გამოც მთელს მაგისტრალზე გაჩერდა მოძრაობა. მთავრობას ვთხოვთ, რომ გაითვალისწინოს ეს მძიმე ვითარება. აქ არ არის სანიაღვრე სისტემა”, – განაცხადა რაშად ჰასანოვმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად