ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თბილისში პრობლემები შექმნა

რამდენიმე წუთის წინ, თბილისში ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო. როგორც “აიპრესს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მათთან შეტყობინებები შექმნილი პრობლემების შესახებ ისანი-სამგორი და გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან შევიდა.

შეტყობინებები ძირითადად შენობების სარდაფების დატბორვას ეხებოდა.

წყალი ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელშიც წყალი ჩავიდა. უწყების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად