ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაგა, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი: ახაშენი, მუკუზანი, ვაზისუბანი და ჩუმლაყი დააზარალა.

ანაგაში ძლიერი წვიმის გამო პრობლემები შეიქნა საავტომობილო გზებზე. წყლის დიდი ნაკადის გატარება სანიაღვრე არხებმა ვერ შეძლო, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. ზარალი მიადგა გურჯაანის მუნიციპალიტეტსაც. სეტყვის და ძლიერი ნალექის შედეგად, რომელიც დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხუთი საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. წყალმა სახლების სარდაფები და პირველი სართულები დატბორა.

გურჯაანის მერის ინფორმაციით, მიადგა თუ არა ზარალი ვენახებსაც, ამის ინფორმაცია ხვალ დილით გახდება ცნობილი.

“ამ წუთებშიც დავდივართ სოფლებში. ჩემი ინფორმაციით, დასეტყვილია სოფლები ჩუმლაყი, მუკუზანი, ახაშენი და ვაზისუბანი, სამწუხაროდ 4-5 ოჯახს შეუვარდა წყალი. დაისეტყვა თუ არა ვენახები, ზუსტი ინფორმაცია დილით გვექნება”- განუცხადა “აიპრესს” გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...