ძლიერმა წვიმამ ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტები დააზარალა (ფოტორეპორტაჟი)

ადიდებულმა მდინარეებმა და ხევებმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.

დაზარალდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელები სანიორეში ფშაველში, ლეჩურში, ართანასა და ლალისყურში, მა შორის ლეჩურში ცენტრალური გზის ნაწილი დაიტბორა, რამაც მოძრაობა შეაფერხა.

სტიქიის შედეგად დაზარალდნენ ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს, ბაბანეურისა და არგოხის მცხოვრებლები.

ახმეტის მერიის ინფორმაციით, დაიტბორა არგოხის სკოლა და ჯოყოლოს სკოლასთან მისასვლელი გზა, რის გამოც სასწავლო პროცესი ამ დროისთვის შეფერხებულია.
სტიქიის ზონაში სპეციალურმა სამსახურებმა და ტექნიკამ მუშაობა უკვე დაიწყეს

რა ზარალი მიადფათ მუნიციპალიტეტებს, ამ დროისთვის უცნობია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად