ძლიერმა ქარმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში 20 – მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა

20 – მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა ძლიერმა ქარმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში. ადგილზე უკვე იმყოფებიან გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები.

საცხოვრებელი სახლების სახურავებთან ერთად, ქარმა იმ შენობის სახურავიც დააზიანა, რომელიც მერიას საბავშვო ბაღის მშენებლობამდე დაქირავებული აქვს.
გორის მუნიციპალიტეტის მერი დაზარალებულ მოსახლეობას ადგილზე გაესაუბრა და დახმარება აღუთქვა. მას შემდეგ, რაც მოხდება დაზიანებების დეტალური შესწავლა, მერია მოსახლეობას მაქსიმალურად დაეხმარება.
Zლიერი ქარი და წვიმა სოფელ საქაშეთში დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად