ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქში შექმნილ მდგომარეობას ბათუმის ვიცემერი გაეცნო

ბათუმის ვიცემერი ჯაბა ტუღუში, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელთან, სულხან ევგენიძესთან ერთად, ადგილზე გაენცო ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქში შექმნილ მდგომარეობას.

თოდოგაურში მიწის ჩამოშლის გამო ორი ოჯახი დაზარალდა. უკვე მიღებულია ამ ოჯახების ქირით გაყვანის გადაწყვეტილება.

მეწყრული პროცესები განვითარდა თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ასევე, შავლიძეებში, სადაც მეწყრის შედეგად ორ ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაიხერგა. დაზიანების გამო შეიზღუდა ბუნებრივი აირისა და ელექროენერგიის მიწოდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან შესაბამისი სამსახურები. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი და სალიკვიდაციო სამუშაოები. მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად