ძლიერი წვიმის შედეგად ევკალიპტის ხე წაიქცა და საცხოვრებელ სახლს დაეცა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, ძლიერი წვიმის შედეგად, ევკალიპტის ხე წაიქცა. ხე საცხოვრებელ სახლს დაეცა. მომხდარის შედეგად ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლის ნაწილი, თუმცა ოჯახის წევრები არ დაშავებულა.

ხის წაქცევის გამო, პარალიზებულია სოფელ ახალშენის ცენტრალური გზა. ფაქტი დღეს დილით 7 საათზე მოხდა.

ძლიერი წვიმის შედეგად წუხელ გვიან ღამით ბათუმის გარკვეული ქუჩები და საცხოვრებლის ეზოებიც დაიტბორა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად