ძლიერი წვიმების შედეგად, სამტრედიის მუნიციპალიტეტს ზიანი მიადგა

რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად, გომის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას ზარალი მიადგა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და შიდა-სასოფლო გზები.

ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია, რომელიც დაზარალებულებს დახმარებას დაპირდა.

“მიზეზს წარმოადგენს ყუმურის, გომის, შუახის და მასში შემავალი არხების მთიდან ჩამოსული ნაკადით ამოვსება. რამაც გამოიწვია დატბორვა. საჭიროა ყუმურისა და მასთან დამაკავშირებელი არხების გაწმენდა. მოხდება შედეგების აღწერა და კომპლექსური ღონისძიებები გატარდება”, – განაცხადა სამტრედიის მერმა ვალერიან, ფოცხვერიამ.

კომენტარები
იტვირთება...