ძლიერი ქარის გამო, დოლიძის ქუჩაზე ორ მამაკაცს ხე დაეცა

თბილისში, დოლიძის ქუჩაძე, ძლიერი ქარის გამო, ხე ორ მამაკაცს დაეცა. ისინი მსუბუქად დაშავდნენ. როგორც “აიპრესს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და კლინიკაში გადაიყვანეს.

“ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, დღეს, ქარის გამო, თბილისში 30-მდე გამოძახება იყო. დოლიძის ქუჩაზე მოქალაქეები დაშავდნენ. ქარმა ხე წააქცია, რომელიც ორ მამაკაცს დაეცა. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაშავებულებს ადგილზე გაუწიეს დახმარება და კლინიკაში გადაიყვანეს. ასევე,დილით, ვარკეთილში ხე ავტომობილებს და ელექტროგანათების ბოძს დაეცა”,-განუცხადა “აიპრესს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა რატი მუჯირმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად