ძლიერი ქარი და წვიმა-როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 28 მაისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24-27 მაისს საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

“24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

🌩 ქ. თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.”,-ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...