ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთში ძლიერ ხანძრებს ებრძვიან – დაღუპულთა რიცხვი -14 (ვიდეო)

ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთში ძლიერ ხანძრებს ებრძვიან. თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები სირიაში, ერაყსა და ისრაელში იგრძნობოდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გაჩნდა. მის ჩაქრობას მეხანძრეები, ამ დრომდე ცდილობენ. ადგილზე იმყოფებიან ოფიციალური პირები, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოებს ეცნობიან.

მიწისძვრის შედეგად, თურქეთის სტიქიური მოვლენებისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, ათობით შენობა დაზიანდა. დეპარტამენტმა კატასტროფის ზონაში კარვები და სხვა პირველადი საჭიროების ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. მოსახლეობას დახმარებისკენ მოუწოდა, წითელი ჯვრის თურქეთის წარმომადგენლობამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად