ძლიერი ხანძრების გამო ორეგონის შტატის 4,2 მლნ მცხოვრებიდან 500 ათასი კაცია ევაკუირებული

აშშ-ის დასავლეთი სანაპირი თითქმის მთლიანადაა აოხრებული ასეულობით ხანძრისაგან.

მთელი კვირის განმავლობაში მძინვარე ასეულობით ხანძარმა აშშ-ის მთელი დასავლეთი სანაპირო ააოხრა. ხანძრისგან 8 კაცია დაღუპული.
 
გუშინ, საღამოს, ორეგონის შტატის 4,2 მლნ მოსახლიდან არანაკლებ 500 ათასი კაცის ევაკუაცია სასწრაფო წესით განხორციელდა.
გუბერნატორ კეიტ ბრაუნის თქმით, ხანძარმა ორეგონში სულ მცირე 5 ქალაქი დააზიანია მნიშვნელოვნად. შტატის ტერიტორიის თითქმის 4000 კვ კმ კვამლშია გახვეული. სამი დღის განმავლობაში დაიწვა იმაზე ბევრად მეტი მცენარეული საფარი, ვიდრე იწვის საშუალოდ, წლის განმავლობაში.





ვაშინგტონის შტატში 200 ათასი ჰექტარზე მეტია კვამლით დაფარული, – აცხადებს გუბერნატორი ჯეი ინსლი.



მან პატივი მიაგო სიეტლიდან 200 კმ-ში დაღუპული ერთი წლის ასაკის ბავშვის ხსოვნას, რომლის გადარჩენაც მშობლებმა ვერ შეძლეს თავად კი ძლიერი დამწვრობები მიიღეს და მაშველებმა გადაარჩინეს.


“დაღუპული ბავშვის მშობლები და  მათი ახლობლები ვერასდროს ვეღარ იქნებიან ისეთები, როგორებიც იყვნენ”, – ამბობს ინსლი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად