ძიუდოში, მიხეილ ბახბახიშვილმა ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა (ვიდეო)

კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემინატზე კადეტ ძიუდოსისტებს შორის, ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული  მიხეილ ბახბახიშვილმა მოიპოვა. 

ჩემპიონატზე გოგონები სტარტზევე დამარცხდნენ, ხოლო ბახბახიშვილი ერთადერთია, ვინც საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. 

66კგ – მიხეილ ბახბახიშვილმა პორტუგალიელ პედრო კოსტას ვაზარი არ აკმარა და მალევე დაამარცხა იპონით, შემდეგ უკრაინელ სტანისლავ სემკოვს იპონით 27-ე წამზე მოუღო ბოლო, ბულგარელ მარკ ხრისტოვთან ვაზარს იპონი მიაყოლა და ფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში რუს დმიტრი პრიდირასთან ვაზართან ერთად მეტოქეს 2 წუთსა და 55 წამში სამი შიდო მიაღებინა, ფინალში მიხეილი აზერბაიჯანელ მაჰმუდლუ გნიაზს შეხვდა და ოქროს მედალი მოუტანა ქვეყანას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად