ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის გუნდურ პირველობაზე საქართველომ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ფინეთის ქალაქ ვანტააში გუშინ დასრულებული ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ინდივიდულერი ჩემპიონატის შემდეგ დღეს ქვეყნები გუნდურ პირველობაში ეცილებოდნენ ერთმანეთს პირველობას.

საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა ხორვატიასთან გამართა და გაიმარჯვა – 4:1. მოიგეს შეხვედრები ეთერ ლიპარტელიანმა, მარიამ ჭანტურიამ, მიხეილ ბექაურმა და გელა ზაალიშვილმა, დამარცხდა სოფიო სომხიშვილი.

მეორე შეხვედრა საქარველოს რუსეთთან ჰქონდა. მატჩის პირველი შეხვედრები მოულოდნელად დასრულდა: მარცხი განიცადეს ლაშა ბექაურმა, სოფიო სომხიშვილმა და გელა ზაალიშვილმა. ეთერ ლიპარტელიანის, ლუკა კაპანაძის დამარიამ ჭანტურიას ძალისხმევით ანგარიში გათანაბრდა და დაინიშნა დამატებით შეხვედრა. ლუკა კაპანაძე ამჯერად დამარცხდა მეტოქესთან და საქართველოს ნაკრები ოქროს მედლისთვის ბრძოლას ჩამოშორდა.

რეპეშაჟის პირველ შეხვედრაში პორტუგალიასთან გაიმარჯვეს საბა ინანეიშვილმა, ეთერ ლიპატელიანმა, მარიამ ჭანტურიამ და ლუკა კაპანაძემ, დამარცხდა სოფიო სომხიშვილი. საქართველომ 4:1 სძლია პორტუგალიას და ნახევარფინალში დამარცხებულ ნიდერლანდებთან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

ნიდერლანდელებთან საწყისი ოთხი შეხვედრა საბა ინანეიშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, ლუკა კაპანაძის და მარიამ ჭანტურიას გამარჯვებით დასრულდა, საქართველოს 4:0 სძლია ნიდერლანდებს და გუნდურ პირველობაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად