ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საბა ინანეიშვილმა ვერცხლის, ილია სულამანიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ვიდეო)

ლუქსემბურგში დასრულდა ძიუდოში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის პირადი პირველობა

+100 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში საბა ინანეიშვილი უნგრელ ჩიცარდ სიპოჩთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

100 კგ წონითი კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში ილა სულამანიძემ სლოვაკი ვიქტორ ადამი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე 1 ოქროს (90კგ ნიკა ხარაზიშვილი) 2 ვერცხლის (60 კგ გიორგი სარდალიშვილი, +100კგ საბა ინანეიშვილი) და 2 ბრინჯაოს (90კგ თორნიკე ფოლადიშვილი და 100კგ ილია სულამანიძე) მოიპოვეს და მოპოვებული მედლებით გუნდურ ჩათვლაში რუსეთის (2 ოქროს, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და საფრანგეთის (2 ოქრო, 1 ვერცხლი) გუნდების მომდევნო, მესამე ადგილი დაიკავეს.

კომენტარები
იტვირთება...