ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე გრიგალაშვილი და შავდათუაშვილი ოქროს მედლისთვის იჭიდავებენ, მაისურაძე კი ბრინჯაოს მედლისთვის

პრაღაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს 73-81 კგ წონით კატეგორიების ძიუდოისტები ასპარეზობენ.

81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ორ-ორი შეხვედრა მოიგეს და პულის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ.
 
გრიგალაშვილმა ვაზარით სძლია მაისურაძეს და პულის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბელგიელ მათაის კასე დაამარცხა (ვაზარი) და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
 
ოქროს მედლისთვის ტატო გრიგალაშვილი ბულგარელ ივაილო ივანოვთან იჭიდავებს
 
ლუკა მაისურაძემ რეპეჟაშში ოქროს დროში დაამარცხა (ვაზარი) აზერბაიჯანელი მურად ფატიევი და ბრინჯაოს მედლისთვის ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტთან იჭიდავებს.
 
73 კგ წონაში ლაშა შავდათუაშვილმა გერმანელი ანტონი ზინგი ოქროს დროში დააიპონა, შემდეგ ვაზარით მოუგო პორტუგალიელ ჟოაო ფერნანდოს და პულის ფინალში აზერნბაიჯანელი ორუჯევის დამარცხების (იპონი) შემდეგ ნახევარფინალში იტალიელ ფაბიო ბაზილეს შეხვდა.
 
ლაშამ მეტოქეს პირველივე წუთზე აართვა ვაზარი, შემდეგ კი პარტერში ჭიდაობის გაგრძელებისას შებოჭა იგი.
 
ოქროს მედლისთვის ლაშა შავდათუაშვილი მოლდოველ ვიქტორ შტერპუს შეხვდება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად