ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ოთხი ქართველი იჭიდავებს

პრაღაში ძიუდოისტთ ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღეს ტატამზე 90, -100 და +100 კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები ასპარეზობენ.

90 კგ წონითი კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ისრაელელი ეგილ ბლონდალი და პოლონელი ტომაშ სჩეპანიაკის შემდეგ ნიდერლანდელი ვავ ტედ ნოელი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც სერბ ნემანია მაიდოვს შეხვდება.

-100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა ბერძენ გეორგიუს მალიარო პულოსს, გერმანელ კარლ-რიჩარდ ფრეის და აზერბაიჯანელ ელდარ გასიმოვს სძლია და ნახევარფინალში ისრაელელ პეტერ პალჩიკთან იჭიდავებს.

+100 კგ წონით კატეგორიაში ლევან მატიაშვილმა ნიდერლანდელი როი მეიერი და ისრაელელი ორ სასონი დამარცხა და ნახევარფინალში რუს ტამერლან ბაშაევს შეხვდება.

ამავე წონაში გურამ თუშიშვილმა რუმინელ ლუცა კუნცსაბო და ნიდერლანდელი იურ სპაიკერსი დაამარცხა და ნახევარფინალში რუს ინალ ტასოევს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად