ძიუდოისტთა მსოფლიო პირველობაზე გელა ზაალიშვილი ოქროსთვის იჭიდავებს (ვიდეო)

ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში მიმდინარეობს, დღეს ინდივიდუალური შეჯიბრის ბოლო დღე იყო.

ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა პირველ შეხვედრაში იპონით სძლია ავსტრიელ მარია ვოელვერტს, შემდეგ კი სამი შიდო მიიღო იაპონელ ჰიკარუ კოდამასთან და გამოერთიშა ასპარეზობას.

კაცთა შორის 100 კგ-მდე წონით. კატეგორიაში ზაურ კენჭაძე ოქროს დროში გაშვებული ვაზარით დამარცხდა გერმანელ დანილ ზორნთან. ამავე წონაში მეორე ქართველმა მონაწილემ ონისე სანებლიძემ ზორნის თანამემამულე ივო ვიტასეკი იპონით დაამარცხა, შემდეგ ისევ იპონით სძლია დანიელ მათიას მედსენს ნახევარფინალში კი ოქროს დროში ვაზარით დამარცხდა ნიდერლანდელ სიმეონ ცათარინასთან შეხვედრაში. ონისე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს კანადელ შადი ელნაჰასთან.

+100 კგ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილმა პირველ შეხვედრაში იაპონელ ტაცურუ საიტოს, მეორეში ჩილელ ფრანცისკო სოლისს, ნახევარფინალში კი რუსი ჯამალ გამზატხანოვს, სამივეს იპონით სძლია და ფინალში ოქროს მედლისთვის ავსტრიელ სტეფან ჰეგისთან იჭიდავებს.

აღსანიშნავია, რომ გელამ იაპონელი ტაცურუ საიტო 14 წამში დაამარცხა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად