ძიუდოისტმა ლევან ჭელიძემ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაო 39 წამში მოიგო

უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, +90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა ლევან ჭელიძემ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდა ძუდოისტმა, ფინალში, სლოვაკი ტიმ კელჩი 39 წამში იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

მალე, ტატამზე ოქროსთვის სოფო სომხიშვილი ( +78 კგ) და მიხეილ ბექაური ( -(90კგ) გამოვლენ.

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების აქტივში 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალია. აღსანიშნავია, რომ მედლების მოპოვება ამ დროისთვის, მხოლოდ ძუდოისტებმა შეძლეს და დღეს ამ კომპლექტს, ორი ოქროს ან ორი ვერცხლის მედალს ისევ ძიუდოისტები შემატებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად