ძიუდოისტმა გიორგი ბაზანდარაშვილმა ევროპის თასის გათამაშებაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

რუსეთის ქალაქ ორენბურგში ორენბურგში ძიუდოისტთა შორის ევროპის თასის გათამაშება მიმდინარეობს.

24 ქვეყნის 306 ძიუდოისტს (193 კაცი და 113 ქალი) შორის 4 ძიუდოსტი საქართველოდანაა: გიორგი ბაზანდარაშვილი, ვანო მახათაძე, ბექა შავდათუაშვილი და დავით კოპაძე.

73 კგ
ხორხე კანო გარსია (ესპანეთი)-დავით კოპაძე – ვაზარი

ბექა შავდათუაშვილი-მაქსიმ ცოცხალაშვილი (რუსეთი) – ვაზარი
ბექა შავდათუაშვილი-კარიმ ალახვერდიევი (აზერბაიჯანი) – იპონი
აიუბ ხაჟალიევი (რუსეთი)-ბექა შავდათუაშვილი – იპონი

რეპეშაჟში ბექა შავდათუაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა მონღოლ ბალსანლხუნდევ გამბოლთან

66კგ
მურად ჩოპანოვი (რუსეთი)-ვანო მახათაძე – იპონი
რეპეშაჟი
აბილკაიირ მაულენინი (ყაზახეთი)-ვანო მახათაძე – იპონი

გიორგი ბაზანდარაშვილმა აზერბაიჯანელი ორხან ჰაჯიაგჰალი იპონით დაამარცხა, გერმანელ სებასტიან ჰოფეკერს ვაზარით სძლია, რუს არმენ ტადევოსიანს და აზერბაიჯანელ ილკინ ბაბაზადას, ორივეს იპონით მოუგო და ფინალში მურად ჩოპანოვთან დამარცხდა,

გიორგი ბაზანდარაშვილი ევროპის თასის გათამაშებაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...