ძიუდოისტი სოფიო სომხიშვილი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს

პრაღაში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი – პრაღის ღია პირველობა ძიუდოში ქალთა შორის.

+78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა (N65, 251 ქულა) პატრიცია ფერერ ბარტულოსი (გერმანია, ურეიტინგო) იპონით დაამარცხა, პულის ფინალში მეტად ძლიერ უკრაინელ გალინა ტარასოვას (N18, 2427) მესამე შიდო მიაღებინა, ნახევარფინალში პოლონელ იულია სვიატკევიჩს (N135, 6 ქულა) იპონით სძლია და ფინალში გავიდა.

ფინალში სოფიო სომხიშვილის მეტოქე ჩინელი იან უანგი (N19, 2095 ქულა) იქნება.

ავტორი: რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...