ძიუდოისტი ნინო გულბანი რუმინეთში ევროპის თასის მფლობელი გახდა

ძიუდოისტი ნინო გულბანმა რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში ევროპის თასზე გაიმარჯვა. რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში კადეტთ ძიუდოისტთა შორიოს ევროპის თასის გათამაშება დასრულდა.

70 კგ წონით კატეგორიაში ნინო გულბანმა ბელარუს ნასტასია სკვარცოვას და უკრაინელ ალისა ვიდენიევას იპონით სძლია, ნახევარფინალში ნიდერლანდელ ესმე შერენბეგს ვაზარით მოუგო, ხოლო ფინალში, ოქროს დროის მეთხუთმეტე წამზე იპონით დაამარცხა უნგერელი ნიკოლეტ საგი და ევროპის თასის მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...